- Advertisement -

ჩივიაშვილი:რეგიონებიდან გადმოწერილი აუტიზმის მქონე ბავშვები,შესაძლოა,მომლოდინეთა სიაში ჩავსვათ

543

თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი აცხადებს, რომ მერია მზად არის აუტიზმის მქონე ბავშვები, რომელბიც პროგრამის მიღმა რჩებიან, მომლოდინეთა სიაში ჩასვან. როგორც მან "რეალურ სირვცეში" განაცხადა, სერვის პროვაიდერების გამტარუნარიანობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა ამ ბავშვს მოემსახუროს. 

"რაც შეეხება მოლაპარაკების თემა, გაჟღერებული იყო სხვადასხვა ციფრები, რომ არის 40, 36 ბავშვი, ოფიციალურად ვთხოვეთ რომ მოეწოდებინათ სია, რათა ამ შემთხვევების კატეგორიებად დაყოფა მომხდარიყო მერიაში. ჩვენ გვჭრიდება ეს სია, რომ თითოეული შემთხვევის გამოკვლევა მოვახდინოთ, რომ ვნახოთ რომელი შემთხვევა შედის მერიიდ კომპეტენციაში და რომელი არა. გუშინაც გვქონდა შეხვედრა და როგორც მათ აღნიშნეს არის 2 ათეულამდე ბავშვი. 

მათი მხრიდან წამოვიდა ინიციატივა, მინდა ცალსახად ავღნიშნო, რომ ჩაიდოს მოცდის პერიოდი, მერია ამაზე დაეთანხმა. თბილისი ვერ დააფინანსებს მთელ საქართველოს, სწორედ ამიტომ იყო ჩადებული რეგისტრაციის შეზღუდვა, მაგრამ იმის გამო, რომ მაინც მოხდა ვიღაცების გადმოწერა, ეს ადამიანები ცდილობენ რომ ეს სერვისი მიიღონ. ჩვენ გვაქვს კიდევ მომლოდინეთა რიგი, რომლებიც ასევე ელოდებიან ჩართვას, რადგან სერვის პროვაიდერების გამტარუნარიანობა არ არის ისეთი რომ ყველა ამ ბავშვს მოემსახუროს. მოცდის პერიოდში იგულისხმება, რომ რეგისტრაციიდან გარკვეული ვადა იყოს აღებული იმ ბავშვებისთვის, რომლებიც რეგიონებიდან ეწერებიან და ამ ვადის გასვლის შემდეგ მოხდეს მათი პროგრამაში ჩართვა. ეს არ არის უარი, ეს არის ეტაპობრივი ჩართვა. მერია შეიძლება პირდაპირ ვალდებული არ არის ამის გაკეთების, მაგრამ მაინც ირიბად იღებს პასუხისმგებლობას",-განაცხადა გელა ჩივიაშვილმა. 

რამდენად ექნება ამის გაკეთებას აზრი როცა მოლოდინის ვადა განსაზღვული არაა, გელა ჩივიაშვილი პასუხობს, რომ ამ მომსახურებას 600 ბავშვი იღებს და მომსახურების ხარიხსი მნიშვნელოვანია. 

მისივე თქმით, ახლა მათ უნდა გაიარონ კონსულტაციები საკრებულოსთან და მშობლებთან მოცდის ვადასთან დაკავშირებით. 

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავენ. როგორც ისინი აცხადებენ, პროგრამის გარეთ დაახლოებით 10 ბავშვია დარჩენილი. მათ დღეს ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელი შეხვდა. ორგანიზაცია ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ ხელმძვანელი მარი კორკოტაძე განმარტავს, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო რეგიონებში მსგავსი სერვისის განვითარებაზე, რაც შეეხება მომლოდინეთა სიაში ბავშვების ჩასმას, მარიამ კორკოტაძე ამბობს, რომ "ბავშვებს დასაკარგი დრო არ აქვთ".

Comments
Loading...