- Advertisement -

ჩივიაშვილი: აუტიზმის მქონე 87 ბავშვი ვერ ერთვება პროგრამაში, დამატებით მილიონია საჭირო

715

თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში თბილისის მერიასთან აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტს ეხმიანება. როგორც გელა ჩივიაშვილმა განაცხადა, თავის დროზე პროგრამის შემუშავების პროცესში მერიასთან და სერსვისის მიმწოდებელ კლინიკებთან ერთად აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებიც იყვნენ ჩართულნი და ის პირობა, რომელიც რეგისტრაციის შესახებ შეზღუდვას ითვალისწინებს მათთან ერთად იყო შეთანხმებული. 

"ეს სამი მხარე შეთანხმდა იმაზე, რომ უნდა ჩადებულიყო ის რეგისტრაციის შეზღუდვა რაზეც დღეს იყო საუბარი, რადგან აღნიშნული ეხებოდა თბილისში რეგისტრირებულ პირებს, თბილისში რეგსტირებულ ოჯახების შვილებს, რომლებსაც აღნიშნული აუტისტური სპექტრი დაუდგინდათ და რომლებსაც უნდა გაევლოთ შესაბამისად ამ პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაციის პროცესი.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ პროგრამაში რაიმე სახის ცვლილება მერიას არასდროს შეუტანია მათთან შეთანხმების გარეშე და სწორედ წინა კვირას როცა ერთ-ერთი ღონისძიება იყო აუტისტური სპექტრის წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული მერიამ დაანონსა  ასევე ამ სამი მხარის შეხვედრა,რომელიც პარასკევს არის დანიშნული და მასში მონაწილეობას მიიღებენ აუტიზმის ასოციციაციის, მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და აუტიზმით დაავადებული ბავშვების მშობლები. მათთან მოხდება ამ თემის განხილვა, ზოგადად პროგრამის მიმდინარეობის და მათ შორის რეგისტრაციის თემის განხილვაც, ვინაიდან ცალკე მერია ვერასდროს მიიღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაცია შეიზღუდოს თუ არა, რადგან მის ჩადებას საკმაოდ მყარი არგუმენტები ჰქონდა თავის დროზე",-განაცხადა გელა შვილიაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პროგრამით 600 ბავშვი სარგებლობს, პროგრამის ბიუჯეტი კი 2 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც გელა ჩივიაშვილი აცხადებს, გარდა იმ 30 ბავშვისა, რომელთა მშობლებიც პროგრამის კონკრეტულ ჩანაწერს აპროტესტებენ, კიდევ 57 ბავშვია, რომელიც ასევე ვერ ერთვება პროგრამაში. მისივე თქმით, მთლიანობაში მათ პროგრამაში ჩასართავად დამატებით მილიონი ლარია საჭირო. ჩვიაშვილი მიუთითებს, რომ მსგავსი პროგრამები აქვთ ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის, ქობულეთის მუნიციპალიტეტსაც.

"შესაბამისად, ადვოკატირება უფრო რეგიონებისკენ უნდა წავიდეს, რეგიონებიდან გადმოსულ ადამიანებზეა ახლა საუბარი",-განაცხადა ჩივიაშვილმა "იმედთან".   

თბილისის მერიასთან აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები საკუთარი შვილების აბილიტაციის პროგრამაში ჩართვას ითხოვენ. როგორც ორგანიზაცია "ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ" ხელმძღვანელმა მარი კორკოტაძემ "აიპრესს" განუცხადა, ის ბავშვები, რომლებიც თბილისში ცხოვრებენ, თუმცა რეგისტრაცია 2015 წლის ივლისის შემდეგ გაიარეს, პროგრამაში ჩართვას ვერ ახერხებენ. 

Comments
Loading...