- Advertisement -

ჩინეთის მთავრობა თბილისში „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ საერთაშორისო ფორუმის მხარდამჭერი იქნება

749

ჩინეთის მთავრობა მხარს დაგვიჭერს ნოემბერში თბილისში დაგეგმილი „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ვიცე-პრემიერ ვანგ იანგთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც ჩინეთის ქალაქ ჰეფეიში გაიმართა.

ფორუმი საქართველოში 27 – 28 ნოემბერს უნდა გაიმართოს. პირველი ანალოგიური ფორუმი თბილისში 2015 წელს სწორედ ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა.

„ეს იქნება პეკინში ჩატარებული „სარტყელისა და გზის ფორუმის“ ერთგვარი გაგრძელება“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც ჩინეთის ვიცე-პრემიერი თბილისის ფორუმზე საპატიო სტუმრად მიიწვია.

Comments
Loading...