- Advertisement -

ჩრდილელი გაბუნიას: 7 ნოემბერს ხელკეტი რატომ არ გადაიმტვრიეთ თავზე პერფორმანსის სახით მაინც?!

547

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში გუშინდელ გადაცემა "არჩევანს" ეხმიანება.

"26 მაისს-რატომ არ გააკეთეთ, მოწამლვის იმიტაცია-პერფორმანსი?!
7 ნოემბერს-ხელკეტი, რატომ არ გადაიმტვრიეთ თავზე-პერფორმანსის სახით მაინც?!
სულიკო ასათიანი და ნიკა კვინტრაძესავით, რატომ არ დაირტყით სტუდიაში, დაბალი ძაბვა მაინც-პერფორმანსის სახით?!
შერჩევითი ,,ჭურნალისტიკა,, არ გაიშვა, ხელისუფლებას უნდა ჯანსაღი კრიტიკა და არა ყალბი პათოსით გაჟღერებული, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ნაცურ-მომაბეზრებელი, იაფ ფასიანი ტაკიმასხარაობა…
გულ დასაწყვეტია, თუ ვინმე თქვენზე სწორებას აკეთებს, როგორც ჟურნალისტებზე. თქვენნაირებზე, მაო ამბობდა: ,,როცა მთებში ვეფხვი არ არის, მეფე-მაიმუნი ხდება",-წერს ჩრდილელი. 

გუშინდელი "არჩევანი" აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს მიეძღვნა. გადაცემის განმავლობაში სოლიდარობის ნიშნავად გიორგი გაბუნიას თავზე ტომაა ჰქონდა ჩამოცმული, ამავე ფორმით გამოხატეს სოლიდარობა გადაცემის სტუმარმა ჟურნალისტებმაც. 

Comments
Loading...