- Advertisement -

ჩუგოშვილი: გაუგებრობის აცილების მიზნით პრეზიდენტის და მთავრობის უფლებამოსილებები გასამიჯნია

615

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, კონსტიტუციაში პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების მიზნით ცვლილების შეტანაზე არ არის საუბარი.

როგორც დეპუტატი განმარტავს, იმისათვის, რომ გაუგებრობები თავიდან იყოს აცილებული, პრეზიდენტის და მთავრობის უფლებამოსილებები უნდა გაიმიჯნოს. 

"აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის უფლებამოსილებები უნდა გაიმიჯნოს, არა შესუსტდეს უფლებამოსილება, არამედ გაიმიჯნოს. ანუ ცხადი იყოს, რა არის მთავრობის კომპეტენცია და რა პრეზიდენტის, რათა თვიდან ავიცილოთ ისეთი შემთხვევები, როგორიც იყო ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით, გაეროში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით და ა.შ. ანუ ასეთი გაუგებრობები თავიდან რომ იქნას აცილებული, მხოლოდ კომპეტენციების და ფუნქციების გამიჯვნის საკითხი დგას", – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

Comments
Loading...