- Advertisement -

ჩუგოშვილი: მინისტრების ფრაქციებზე დაბარება მხოლოდ ჩვენს რეგლამენტში წერია და გასასწორებელია

122

პარლამენტის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მინისტრების დაბარებაზე ჩანაწერი მხოლოდ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში წერია და სხვა არსად მსოფლიოში მსგავსი წესი არ აქვთ.
შესაბამისად, ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ რეგლამენტში ეს ჩანაწერი უნდა გამოსწორდეს.

"მინდა გამოვეხმაურო ხათუნა გოგორიშვილის განცხადებას, რეგლამენტის საკითხთან და მთავრობის და პარლამენტის ურთიერთობასთან დაკავშირებით. ახსენა ცუდი და არასწორი ფორმით, თითქოს უმავლესობის წევრები მთავრობას აბრალებენ რაღაცეებს. დასვა ერთი კითხვა, რომელიც შეეხებოდა ფრაქციებზე მინისტრების დაბარების საკითხს, ეს არ არის მაღალი დონის დემოკრატიული სტანდარტი თუ რაღაც, ასეთი ტერმინი ახსენა მან, ეს არის მისი მოგონილი ნონსენსი, რომელიც წერია მხოლოდ ჩვენს რეგლამნეტში და ნამდვილად გასასწორებელია. მივესალმები თქვენს მზაობას, რომ გინდათ პარლამენტთან ითანამშრომლოთ ბევრად უფრო ინტენსიურად, ვიდრე ამის მზაობა ჰქონდა მთავრობის წინა შემადგენლობას. ნამდვილად სწორია, საჭიროა, მაგრამ საჭიროა ამ ფორმატებში – ეს არის კომიტეტები, პლენარული და არა ფრაქციები და ა.შ. რომელიც მოიგონა მან და მსოფლიოში სხვას არავის მოუგონია. ამის შენარჩუნებას ნამდვილად არ ვაპირებთ პარლამენტის შემადგენლობაში, იმედია კოლეგები ამას გაიზიარებენ", – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას განიხილავენ. 

Comments
Loading...