- Advertisement -

ჩუგოშვილი: უახლოეს მომავალში გავაკეთებთ განცხადებას შემდგომ ნაბიჯებზე

21

მისი თქმით, სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.
“გუშინ, საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრის შემდეგ, საზოგადოებას გავაცანით ჩვენი გადაწყვეტილება, დავტოვოთ “ქართული ოცნების” და საპარლამენტო უმრავლესობის რიგები. ეს გადაწყვეტილება იყო ის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც შექმნილ მძიმე ვითარებაში შეგვეძლო მიგვეღო და ის, რა თქმა უნდა ძალაშია. ჩვენ სამი წელია ვართ “ქართული ოცნების” წევრები და ბუნებრივია, დღეს, პირველ რიგში, საჭიროდ ჩავთვალეთ, ჩვენი ყოფილი გუნდის ლიდერებისთვის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობა. ორშაბათს პარლამენტს მივმართავთ შესაბამისი განცხადებებით საპარლამენტო პოზიციებისა და უმრავლესობის დატოვების შესახებ. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ამაზე უახლოეს მომავალში გავაკეთებთ განცხადებას”, – წერს თამარ ჩუგოშვილი Facebook-ში.
The post ჩუგოშვილი: უახლოეს მომავალში გავაკეთებთ განცხადებას შემდგომ ნაბიჯებზე appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...