- Advertisement -

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში მდუმარე საპროტესტო აქცია გაიმართა

422

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სსპ ვახტანგ ფირცხელავას სახელობის დაბა ჩხოროწყუს ნომერ მეორე საჯარო სკოლაში მდუმარე საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები, თანდებობიდან გათავისუფლებული დირექტორის დემნა ყალიჩავას აღდგენას ითხოვენ.

მათი განცხადებით, აუდიტის სამსახურმა ანონიმური წერილის საფუძველზე უკანონოდ გაათავისუფლა დირექტორი.

"ჩვენ ყველა სამართლებრივ ზომას მივმართავთ, უკან დახევას არ ვაპირებთ, ერთხმად ყველა პედაგოგი ერთ აზრზე ვართ, "-აცხადებენ პედაგოგები.

Comments
Loading...