- Advertisement -

ჩხოროწყუს სამაშველო ოპერაციაში მონაწილე მაშველებს პრეზიდენტის ჯილდოზე წარადგენენ

439

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩხოროწყუს სამაშველო ოპერაციაში მონაწილე მაშველებს მადლობა გადაუხადა და გამოთქვა სურვილი, რომ ისინი პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოზე წარადგინონ.

"ჩვენი ორი მოქალაქე გადაარჩინეს ჩხოროწყუში, ადიდებულ მდინარეზე დასვეს ვერტმფრენი. ეს კადრები ყველამ ვიხილეთ და მართლაც სიამაყის გრძნობა გეუფლება, როდესაც ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივი მუშაობით შესაძლებელი გახდა ორი სიცოცხლის გადარჩენა.

მინდა წარვუდგინოთ პრეზიდენტს ეს ადამიანები სახელმწიფო ჯილდოზე , მგონი ყველა დამეთანხმებით. მინდა გვარები მოგახსენოთ: ეს არის ეკიპაჟის მეთაური ბესიკ გაბიანი, ეკიპაჟის წევრები ბესის ბაკურიძე, შალვა შალიბაშვილი, დიმიტრი ქააძე. ეს ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ ამას”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...