- Advertisement -

ცაგურია რკინიგზელებს: ნუ აყვებით პეტრიაშვილს, ის გრანტს ისევ წაიღებს და თავის სქელ ქონს კიდევ გაისქელებს

414

საქართველოს რკინიგზის წინააღმდეგ უკვე მეორე დღეა, ვუყურებთ სააკაშვილის სიბინძურეში აღმოცენებული, არშემდგარი პოლიტიკოსის ირაკლი პეტრიაშვილის მიერ მოწყობილ პროვოკაციას, – ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დაჩი ცაგურიამ რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ცაგურიამ აღნიშნა, ადამიანების გარკვეული ჯგუფი წლებია ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას.

"ადამიანების ჯგუფი წლებია, მას შემდეგ რაც სააკაშვილი აღარ არის ხელისუფლებაში, ცდილობს მუდმივად მოაწყოს პროვოკაციები, ხოლო მის დროს სიამის კატასავით ფეხებს უთბობდა სააკაშვილს და მის გუნდს. მაშინ არასოდეს გახსენებია მშრომელთა უფლებები. დღეს ასეთი გულადი გახდა. ეს ადამიანები არიან შეცდომაში შეყვანილები პეტრიაშვილის ჯგუფის მიერ, რომლებიც მუდმივად სიცრუეს ავრცელებენ. ეს ადამიანები არ არიან რკინიგზელთა ინტერესებზე ორიენტირებული, ისინი რკინიგზელთა ფულით აფინანსებდნენ ყოველთვიურად ირაკლი პეტრიაშვილის წინასაარჩევნო კამპანიას. ჩვენ ამას ვხედავდით, ირაკლი პეტრიაშვილმა ერთი პროცენტიც კი ვერ მოაგროვა, ის არის გაკოტრებული პოლიტიკოსი და შანსი არა აქვს და არც არასოდეს ექნება", – განაცხადა ცაგურიამ.

მისივე თქმით, რკინიგზელები, რომლებიც აქციას მართავენ, შეცდომაში არიან შეყვანილები, შეუძლიათ სამსახურში გამოცხადდნენ და გააგრძელონ მუშაობა.

"ეს ადამიანები იგივე ხელფასით არიან გადაყვანილები ახალ სამუშაო ადგილზე. განცხადებები, თითქოს ამ ადამიანებს საცხოვრებლითა და ტრანსპორტით არ უზრუნველვყოფდით, ეს არის სიცრუე. მივმართავ თხოვნით, რომ რაც შეიძლება მალე გამოცხადნენ, ვინაიდან საკმაოდ საპასუხიმგებლო საქმე აკისრიათ. მათ უნდა შეასრულონ ლიანდაგის შემოწმება, რადგან იქ ტვირთთან ერთად სამგზავრო მატარებელი დადის. ვთხოვ, რომ კარგად გააცნობიერონ პასუხისმგებლობა, დროულად გამოცხადდნენ სამსახურში, რადგან ჩვენ უკვე იძულებული ვიქნებით, რაღაც გადაწყვეტილება მივიღოთ. მოვუწოდებ, რომ ნუ აყვებიან პეტრიაშვილის პროვოკაციებს, რადგან პეტრიაშვილი თავის გრანტებს და რკინიგზელების ფულს ისევ წაიღებს და იმ თავის სქელ ქონს კიდევ უფრო მეტად გაისქელებს", – განაცხადა ცაგურიამ.

ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.

"აიპრესი" შეგახსენებთ, საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან გურჯაანის სალიანდაგო სამმართველოში დასაქმებულები მერე დღეა აქციას მართვავენ მართავენ ლოზუნგით "რკინიგზის მენეჯმენტი რკინიგზელებს აშიმშილებს", "მენეჯმენტს რკინიგზელების არ ესმის", "შიმშილობის პირველი დღე". პროტესტანტი რკინიგზელებმა პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილობას მიმართეს.

აქციის მონაწილეებმა რკინიგზის დეპარტამენტის შენობასთან კარვის გაშლა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. ისინი კახეთიდან მარნეულში სამუშაოდ გადაყვნას აპროტესტებენ.

პროტესტანტი რკინიგზელების საპასუხოდ, "საქართველოს რკინიგზა"-მ მარნეულში მედია ტური მოაწყო, სადაც ჟურნალისტებს ადგილზე აჩვენა თუ რა პირობებში უწევთ რკინიგზელებს მუშაობა და ცხოვრება. 

Comments
Loading...