- Advertisement -

ცენტრალური სადგურის ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციები გაიტანეს

451

თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან გუშინ ღამით გარევაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციები გაიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების გატანა დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიას "თბილსერვის ჯგუფი" ასუფთავებს",- წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მერიის წარმომადგენლებმა უნებართვი გარევაჭრობის წინააღმდეგ ზომების მიღება მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს, რასაც გარემოვაჭრეთა პროტესტი მოჰყვა. 

Comments
Loading...