- Advertisement -

ცესკოს მონაცემებით, ამ ეტაპზე, ქუთაისის მერობის “ოცნების “კანდიდატმა ბარიერი ვერ გადალახა

334

ბოლო მონაცემებით ქუთაისში, სულ 124 უბნიდან 119-ის მონაცემებია დათვლილი, დათვლილი ხმების მიხედვით, ''ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია 48.56 % ლიდერობს.

მეორე ადგილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე 27.05% იკავებს.

მესამე ადგილზე კი „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი 8.95% დავით გოგისვანიძეა.

სხვა მერობის კანდიდატების პროცენტული მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

გიორგი წულაია- „ბურჯანაძე დემოკრატები-თავისუფალი საქართველო“- 7.65%;

გრიგოლ ბახტაძე- „პატრიოტთა ალიანსი“- 3.24%;

სამსონ გუგავა- „ლეიბორისტები“ -2.01 %;

ალუდა გოგლიჩიძე- „შენების მოძრაობა“- 1.14%;

ზვიად ბაღდავაძე- „ახალი საქართველო“-1.4 %;

საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში პრესკონფერენცია ყველა უბნის მონაცემების დათვლის შემდეგ გაიმართება.

Comments
Loading...