- Advertisement -

“ცისფერყანწელთა ორდენის” ძეგლის ესკიზის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

643

თბილისის მერიამ "ცისფერყანწელთა ორდენის" წევრი პოეტების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ობიექტის ესკიზის გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადა. გამარჯვებულ პროექტს ღია კონკურსის საშუალებით საკონკურსო კომისია გამოავლენს. გ

ამარჯვებული ესკიზის მიხედვით შექმნილი მემორიალური ობიექტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოქანდაკის მიერ შერჩეულ ადგილზე განთავსდება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორ ფიზიკურ პირებს, ასევე შემოქმედებით კავშირებსა და ავტორთა ჯგუფს. საკონკურსო განაცხადი და მასზე თანდართული დოკუმენტაცია მიიღება თბილისის მერიაში, კონკურსის გამოცხადებიდან 70 კალენდარული დღის განმავლობაში. ს

აკონკურსო წინადადებები მათი მიღების დასრულებიდან 10 კალენდარულ დღეში საჯაროდ გამოცხადდება.

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო პირობების შესახებ იხილეთ: http://tbilisi.gov.ge/news/3572

Comments
Loading...