- Advertisement -

ციხელაშვილი: აფხაზეთში გამოქვეყნებულ ე.წ სიების განხილვაში ვერ შევალთ

136

"ე.წ. ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიაზე გარკვეულ ჯგუფებს შესაძლოა ქონდეთ რეაქცია, მაგრამ ამის გამო აფახაზეთში გამოქვეყნებულ ე.წ. სიების განხილვაში ვერ შევალთ" – ამის შესახებ ჟურნალისტებთან შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, მთავარი ამოცანა არის დამნაშავე იყოს დასჯილი.

"გარკვეულ ორგანიზაციებს და ჯგუფებს, შესაძლოა, ჰქონდეთ სხვადასხვა რეაქცია ე.წ. ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიაზე, შესაბამისად, ერთ-ერთი აფხაზური მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული ამ სიის განხილვასა და შინაარსის შეფასებაში ვერ შევალთ.

რაც არის აქ მნიშვნელოვანი, გახლავთ ის, რომ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სია, რომელიც მომზადდა პარლამენტის შესაბამისი რეზოლუციის მიხედვით გახლავთ ბრალდებულთა და მსჯვარდებულთა სია, იმ პირებისა, რომელთა მიმართ არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები.რომელთაც სამწუხაროდ და საუბედუროდ ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაულებები ადამიანის სიცოცხლის და უფლების წინააღმდეგ და ამ სიის ამოცანა გახლავთ ის, რომ ხელი შეეწყოს სამართლის აღსრულებას საერთაშორისო სანქციების და წესების გზით და რაც მთავარია, ხელი შეეწყოს პრევენციას მსგავსი დანაშაუებებისა.

მე ვარ სრულიად დარწმუნებული, რომ აფახაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრიმინალის პრევენცია არის საზოგადეობის ინტერესში, რადგან კრიმინალს არ გააჩნია ეთნიკურობა, ეს არის მთავარი ამოცანა და მეტსაც ვიტყვი, ცხადია, არავისში დავას არ იწვევს, რომ მკვლელი უნდა იყოს დასჯილი. 

მგონია, რომ მომავალში ყველა ფორმატი უნდა გამოვიყენოთ და საერთაშორისო ძალისხმევა მივმართოთ დანაშაულის და კრიმინალის აღკეთასა და პრევენციაზე"-განაცხადა ციხელაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა ეს სია გამოიყენოს რუსულმა მხარემ, მინისტრი ამბობს:

" შეიძლება ჯგუფები დაინტერესებული იყვნენ ესკალაციით, ამოცანა ეს არ გახლავთ ჩვენი, ამოცანა არის კრიმინალთან ბრძოლა და ყველა ფორმატის გამოყენებით, აქამდეც ვაკეთებდით და მზად ვართ მომავალშიც გავაგრძელებთ ძალისხმევას იმისთის, რომ არ ხდებოდეს ადამიანის უფებების შელახვა"-აცხადებს ციხელაშვილი.

Comments
Loading...