- Advertisement -

ციხელაშვილი ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე: დღის წესრიგში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება

656

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გაუქმებას ეხმიანება. 

"აბსოლუტურად ყველა მექანიზმის გამოყენებით ვმუშაობთ იმაზე, რომ ამის პრევენცია მოხდეს, მომავალში ჩვენ ყველა ფორმატის გამოყენებით, იქნება ეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, ის პლატფორმები რომელიც არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში თუ ფორუმებში, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ამ ადამიანების უფლებები დავიცვათ, მათი გადაადგილების ურზუნველყოფაზე ვიმუშაოთ და მე გარწმუნებთ, რომ ჩვენს დღის წესრიგში ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი",-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 

Comments
Loading...