- Advertisement -

ცქიტიშვილი: არაფერი იმაზე მეტად არ ქმნის არასტაბილურობას ქვეყანაში, როგორც მმართველი პარტიის მხრიდან საკუთარი პასუხისმგებლობისაგან გაქცევა

12

საკითხის გარშემო მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი კოლეგებს მოუწოდებს, რომ ცვლილებას მხარი დაუჭიროს, რადგან, მისი განცხადებით, ამ საკითხზე პასუხისმგებლობა სრულად ხელისუფლებას აკისრია.
„ბევრი ვისაუბრეთ, ქმნის თუ არა სტაბილურობას ესა თუ ის სისტემა. არაფერი იმაზე მეტად არ ქმნის არასტაბილურობას ქვეყანაში, როგორც მმართველი პარტიის მხრიდან საკუთარი პასუხისმგებლობისაგან გაქცევა. სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს ეს მომენტი. ხუთი თვის განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება. შევპირდით და ვესაუბრეთ საზოგადოებას იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება ცალსახა და პოზიტიურია. ის, რომ შეიძლება შეიცვალოს ეს გადაწყვეტილება, მხოლოდ პოლიტიკური ნებაა ზოგიერთი პოლიტიკოსის, ჩვენი გუნდელების. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც, დესტაბილიზაციის თვალსაზრისით, ჩვენივე სახელმწიფოს ვუყენებთ. ამაზე პასუხისმგებლები ვიქნებით ისევ ჩვენ, ხელისუფლება. როგორც არ უნდა არ მომწონდეს ჩვენი ოპოზიცია, ამ ეტაპზე პასუხისმგებლობა მთლიანად ჩვენ გვაკისრია,“ – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
The post ცქიტიშვილი: არაფერი იმაზე მეტად არ ქმნის არასტაბილურობას ქვეყანაში, როგორც მმართველი პარტიის მხრიდან საკუთარი პასუხისმგებლობისაგან გაქცევა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...