- Advertisement -

ძაბირაძე: ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ქარიზმატული ლიდერის არარსებობაა

17

ძაბირაძე იმასაც ამბობს, რომ საზოგადოებაში არ არის ისეთი განწყობა, რომ არჩევნებისა და სასამართლოს საკითხებმა საპროტესტო ტალღა გამოიწვიოს.
“მეორე მხარეა ის, რომ არ არის ხელისუფლების მიმართ ნდობა, მაგრამ ოპოზიციის მიმართაც არ არის. დღევანდელ ოპოზიციას უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვს, ვიდრე 2012 წლამდე ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მაშინდელ ოპოზიციას ჰქონდა“, – ამბობს ძაბირაძე.
კითხვაზე, რით აიხსნება ეს? – პასუხობს:
„ერთი ეს არის ქარიზმატული ლიდერის პრობლემა და მეორეა ის, რომ წინა შემთხვევებში ხელისუფლებაში მყოფი პარტია ძალაუფლების დაკარგვასთან ერთად იშლებოდა. ამიტომ, მისი ამომრჩეველი ოპოზიციაზე ნაწილდებოდა. დღესდღეობით ეს ასე არაა. ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი მასთან დარჩა, ნაწილი კი ევროპულ საქართველოსთან წავიდა. ამასთანავე არის მესამე ძალის ამომრჩეველი, მაგრამ მესამე ძალა არ არის. ასეთი პრობლემაა. იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციაც არ გამოირჩევა დიდი სიბრძნით პოლიტიკური ნაბიჯების თვალსაზრისით, ამიტომ მათი გამოსვლები მესამე ძალის ამომრჩევლებს უფრო აფრთხობს, ვიდრე თავისკენ იზიდავს. ამიტომ არ ველოდები მასობრივ აქციებს”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი
The post ძაბირაძე: ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ქარიზმატული ლიდერის არარსებობაა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...