- Advertisement -

ძიძიგური: ბიძინა ივანიშვილი ისევ აგრძელებს ჩვენს გაკვირვებას თავისი მასშტაბური ქველმოქმედებით

30

“აქ ათასობით ადამიანი ჩამოდიოდა და სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით სწორედ ამ ფუნქციას დაიბრუნებს კურორტი. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ აეროპორტი იქ არის, რკინიგზა არის, ეს არის ხალხის დაბრუნების, შემოსავლების ზრდის წინაპირობა. უცნაური ის არის, რომ ასეთი პერსპექტივის გამო სიხარული ვერ შევატყვე ოპონენტებს. გამოვიდნენ და ღვარძლიანი სიტყვები თქვეს, პროექტს მიტაცება უწოდეს. ეს ქველმოქმედებაა და თან ისეთი, რომელიც ბიზნესის განვითარების წინაპირობაა, სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობა. მე მხოლოდ შემიძლია მივულოცო წყალტუბოელებს და მთელ საქართველოს ამ პროექტის წამოწყება“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
The post ძიძიგური: ბიძინა ივანიშვილი ისევ აგრძელებს ჩვენს გაკვირვებას თავისი მასშტაბური ქველმოქმედებით appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...