- Advertisement -

ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე თვითმფრინავის მიღება ვერ შეძლო

295

ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი გაუქმდა. მიუნხენიდან მომავალი თვითმფრინავი უკან გაბრუნდა, ასევე დაგვიანდებით დაჯდა კიევის რეისი. გაუქმებულია რეისი თეირანის მიმართულებითაც.

თბილისის აეროპორტმა ვერც ბაქოდან მომავალი თვითმფრინავის მიღება შეძლო და ის ბაქოში დაბრუნდა. მოსკოვიდან მომავალი აირზენას თვითმფრინავი კი, ქუთაისში დაჯდა.

ამ დროისთვის აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

Comments
Loading...