- Advertisement -

ძლიერი ქარის გამო თბილისის მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

580

ძლიერი ქარის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, თბილისის მერის მოადგილეები და რაიონის გამგებლები ქალაქის სხვადასხვა უბნებში იმყოფებიან, სადაც უამინდობამ პრობლემები შექმნა.

თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, ცალკეული შემთხვევების შესახებ დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე 2 722222.

Comments
Loading...