- Advertisement -

ძლიერი წვიმის გამო იმერეთში, აჭარასა და გურიაში ეზოები და ქუჩები დაიტბორა

397

ძლიერმა წვიმამ აჭარას, გურიასა და იმერეთს პრობლემები შეუქმნა. როგორც "აიპრესს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს სანიაღვრე არხები გადაივსო, რამაც გამოიწვია ქუჩებისა და ეზოების დატბორვა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილიზებულია და შეტყობინებების შესვლის შემთხვევაში რეაგირებას მოახდენენ. თუმცა მათივე ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით პრობლემებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უმკლავდებიან. 

Comments
Loading...