წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში რუსმა ოკუპანტებმა, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე საოკუპაციო ხაზთან დააკავეს.
საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი "აიპრესს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს, სადაც აცხადებენ, რომ აღნიშნული პირი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამუშავებულია ცხელი ხაზი.