- Advertisement -

წაღვერის ტყეში ხანძარს 250 მეხანძრე, 300-მდე სატყეოს თანამშრომელი და აზერბაიჯანული ვერტმფრენი აქრობს

416

აზერბაიჯანული ვერტმფრენი წაღვერის ტყეში ხანძის ჩაქრობის სამუშაობში ჩაერთო. ასევე, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ჩართულია 20-მდე მაღალი გამავლობის მძიმე ტექნიკა, 18 ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის და კომპანია „თუშეთის“ ვერტმფრენები, – ამის შესახებ "აიპრესს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

ადგილზე მუშაობს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 250-მდე მეხანძრე-მაშველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300-მდე თანამშრომელი და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები.

ხანძრის კერების მონიტორინგს საქართველოს საჰაერო ნავიგაციის ვერტმფრენი ახორციელებს.

მიუვალ ადგილებში, სხვადასხვა მიმართულებით, მძიმე ტექნიკის დახმარებით 6 კილომეტრამდე გზა გაიჭრა. ხანძრის კერებთან შეყვანილია ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, – გვითხრეს სააგენტოში.

Comments
Loading...