- Advertisement -

წაღვერში ხაძრის ჩაქრობას 4 ვერტმფრენი და შსს-ს 550-მდე თანამშრომელი ცდილობს

371

ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს, დილით, ადგილზე არსებული ვითარების დეტალურად დათვალიერება-შესწავლის მიზნით, შტაბის წევრებმა მორიგი შემოფრენა განახორციელეს. ამ დროისთვის, ხანძრის ღია კერები არ ფიქსირდება და კიდევ უფრო შემცირებულია დაკვამლიანების დონე.

ცეცხლის დროული ლიკვიდირების მიზნით, შსს-ს 550-მდე თანამშრომელი და უშუალოდ ხანძრის კერებთან შეყვანილი ათეულობით ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. დილიდან, ფრენა განაახლა 4-მა ერთეულმა საჰაერო ტექნიკამაც. ცოცხალ ძალასთან ერთად, ხანძრის კერებზე წყლის დასხმას საქართველოს 1, თურქეთის 2 და აზერბაიჯანის 1 ვერტმფრენი ახორციელებს.

Comments
Loading...