- Advertisement -

წელს, თბილისის სკოლებში, კვირაში ერთხელ ბავშვებს ვაშლები დაურიგდებათ

662

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, წელს თბილისის სკოლებში სექტემბრიდან ბავშვებს, კვირაში ერთხელ, ვაშლებს დაურიგებენ. თითო ბავშვს თითო ვაშლი შეხვდება. ვაშლის დარიგების პროცესში, სავარაუდოდ, მანდატურებიც ჩაერთვებიან. 

''ეს საკმაოდ ძვირი პროექტია'', – დასძინა ჯეჯელავამ.

მინისტრის თქმით, დაიწყება ასევე კამპანია, რომ მშობლებმა ბავშვებს სკოლებში ვაშლები გამოატანონ, რათა ხელი შეეწყოს ბავშვების ჯანსაღ კვებას.

Comments
Loading...