- Advertisement -

წელს სოფლებში მცირეკონტიგენტიანი სკოლები აშენდება

520

 

წელს სოფლებში მცირეკონტიგენტიანი სკოლები აშენდება. მათ მშენებლობას 3-დან 5 თვემდე დასჭირდება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

"წელს პირველად ვაპირებთ ახალი ტექნოლოგიებით ავაშენოთ მცირე სკოლები. 13 ასეთი სკოლის აშენების პროცესი დაწყებულია. 7 მათგანი იქნება წელსვე, 6 კი, მომავალ წელს. შენების ფასი მეტია, თუმცა ძალიან შორს არ არის იმისგან, რაც იყო აქამდე. რაც მთავარია, ეს არის ენერგოეფექტური სკოლები, ადაპტირებული სკოლა, საშუალება გვექნება, სკოლების დიდი რაოდენობით აშენება განვახორციელოთ. წელს ვნახავთ პირველ ასეთ სკოლებს. ამ წუთას მხოლოდ სოფლებშია საუბარი. ჩვენი პრიორიტეტი პირველ რიგში სოფლის სკოლებზეა, რადგან იქ ყველაზე მეტად გვიჭირს“,-აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

Comments
Loading...