- Advertisement -

წერეთელი: თუ 70 წლით წინ გავიხედავთ, სურათი არ იქნება ნათელი, სანამ არ გადავწყვეტთ რეგიონში არსებულ კონფლიქტებს

33

გიგი წერეთელმა, საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებთან, ევრაზიის კონტინენტის 47 ქვეყნის პარლამენტის პირველ პირებთან, უსაფრთხოების გამოწვევებზე და დემოკრატიული განვითარების საკითხებზე ისაუბრა და ყურადღება კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„თუ ჩვენ ახლა 70 წლით წინ გავიხედავთ, სურათი არ იქნება ნათელი, სანამ არ გადავწყვეტთ იმ კონფლიქტებს, რომლებიც ჩვენს რეგიონებში და მის სამეზობლოდ არსებობს, სადაც, პირველ რიგში, ჩვენი ხალხი განიცდის ტანჯვას და კარგავს მომავლის იმედს.
მრავალწლიანი ომების და კონფლიქტების შემდეგ, ევროპა მართლაც გახდა ჩვენი საერთო სახლი, თუმცა აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპის რიგ ქვეყნებთან მიმართებაში ადგილი აქვს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების და ღირებულებების დარღვევის ფაქტებს. ამის ნათელ მაგალითს სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია წარმოადგენს. ჩვენ, როგორც ჩვენი საზოგადოების მიერ არჩეულმა პირებმა, მეტი ვალდებულება გვაკისრია, ჩვენი ქმედებებით მოქალაქეების ნდობა აღვადგინოთ ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ “, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციის ფარგლებში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ევროპის საბჭოს ახლადარჩეულ გენერალურ მდივან მარია ბურიჩთან და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ლილიან პასკიესთან ოფიციალური შეხვედრები გამართა.
ორმხრივი საუბრები შედგა სპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) პრეზიდენტთან, გაბრიელა ბარონთან, ალბანეთის, სომხეთის, კვიპროსის, აზერბაიჯანის, ლატვიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, ესპანეთის, თურქეთის და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეებთან.
The post წერეთელი: თუ 70 წლით წინ გავიხედავთ, სურათი არ იქნება ნათელი, სანამ არ გადავწყვეტთ რეგიონში არსებულ კონფლიქტებს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...