ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ თავჯდომარის გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, რადგან როგორც წერეთელი ამბობს, პროგრამისთვის საკმარისი თანხა გათვალისწინებული არაა.
„მრავალი კრიტიკული მოწოდების შემდეგ, მთავრობამ მიიღო დადგენლიება, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე, სოციალურად დაუცველი ფენისთვის მედიკამენტებს უზრუნველყოფის თაობაზე. ვნახეთ პროგრამის სტრუქტურა, ბიუჯეტი და მედიკამენტების ფასები, რომლებიც დადგენილებაშია მოცემული და ფასები 1 ლარიდან 70 ლარამდე ვარირებს.
გარდა ამისა პროგრამის მთლიანი ფინანსური მოცულობა არ არის ადექვატური. თუკი 200 ათას ადამაინზე დავთვლით, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ისაუბრეს, 6 თვეზე გაწერილი მთელი პროგრამის მოცულობის მიხედვით ერთ ადამიანზე დაახლოებით 2,5 ლარი (1 დოლარი) გამოდის თვის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთად შეიძლება არ მივიდეს პრეპარატების ასაღებად, მოთხოვნა მაინც მნიშვნელოვნად გაიზრდება, ხოლო თანხა არასაკმარისია. მიგვაჩნია, რომ ამგვარი პროგრამა არ იქნება ეფექტური. ხოლო რადგან ეს კეთდდება ივლისიდან, რაც ძალიან ახლოს არის ადგილობრივ არჩევნებთან, სავარაუდოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იქნება.