- Advertisement -

წერეთელი: ნატოს განწყობა მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე კმაყოფლებას მიეცეს

500

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გიგი წერეთელი იენს სტოტენბერგის განცხადებას ეხმიანება. წერეთელი ამბობს, რომ კიდევ უფრო მეტი რეფორმების გატარების და ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესების შემთხვევაში საქართველოს ნატოში წევრობის შანსი მიეცემა. 

"ნატოს გენერალური მდივნის და ზოგადად, ნატოს განწყობა საქართველოს მომავალი წევრობის მიმართ არის ძალიან მნიშვნელოვანი, საქართველოს ეს სჭირდება როგორც მთავარი გარანტია უსაფრთხოების, აქედან გამომდინარე ეს უნდა იყოს სწორად გამოყენებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც კმაყოფილებას მიეცეს, პირიქით მეტი რეფორმაა საჭირო, მეტი დემოკრატია ქვეყანაში, უკეთესი ცხოვრების სტანდარტი, შესაბამისად მე ვფიქრობ რომ თუკი ეს ასე მოხდება, საქართველოს ნამდვილად ექნება შანსი გახდეს ნატოს წევრი",-განაცხადა გიგი წერეთელმა. 

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, საქართველო შთამბეჭდავ რეფორმებს ახორციელებს, აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ახდენს თავდაცვითი სტრუქტურების მოდერნიზებას და ებრძვის კორუფციას, ეს ყველაფერი კი, სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ში გაწევრიანების ნაწილია.

Comments
Loading...