- Advertisement -

წერილი მუზეუმს – თბილისის მუზეუმების გაერთიანების ახალი პროექტი

11

წერილი მუზეუმს – თბილისის მუზეუმების გაერთიანები ახალი პროექტია, რომლის მიზანია მუზეუმები იქცნენ საზოგადოებისა და მუზეუმის გამაერთიანებელ პლატფორმად.

ყველა წერილი, მოკლე ტექსსტური შეტყობინება თუ საინფორმაციო ფურცელი დღევანდელ შეცვლილ და ჩაკეტილ რეალობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მძლავრი საინფორმაციო შესაძლებლობაა.

წერილი, ჩანაწერი, მოკითხვა, ბარათი, შეტყობინება, ცნობა, განცხადება თუ სხვა დღეს რეალობის გადმოსაცემი საშუალებაა, სამომავლოდ კი, მოგონება და ხშირად, ემოცია, გრძნობა და ისტორიაც შეიძლება გახდეს.
ისტორია, რომელიც მემორიალური მნიშვნელობითაც მომავალი თაობებისთვის საინტერესო იქნება და დროის და წარსულის გადმოცემასაც შეძლებს.

რას მისწერდით ილიას, გალაკტიონს, ნიკოლოზ ბარათაშვილს ან სულაც ზაქარია ფალიაშვილს, ოლღა გურამიშვილს, სოსო წერეთელს, მერაბ კოსტავას, ვახტანგ ჭაბუკიანს?
ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას? გალას ოლკნისა სხვებს..
რას მოუყვებოდით მათ საქართველოს დღევანდელ დღესა და გამოწვევებზე?
რა კავშირი აქვს წარსულსა და დღევანდელობას?
მოგვწერეთ თქვენეული განცდები მათი წერილების კითხვისას.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანს.

ნაბიჯი პირველი: წერთ წერილს
ნაბიჯი მეორე: გადაიღეთ ვიდეო, სადაც კითხულობთ თქვენსავე წერილს.
ნაბიჯი მესამე: ვიდეო (ან მხოლოდ ტექსტი) გამოზგავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: lettertomuseum@gmail.com

და არ დაგავიწყდეთ, ხელნაწერი დატოვეთ თბილისის მუზეუმების გაერთიანების ადმინისტრაციის ოფისში, მისამართი: აღმაშენებლის გამზ. 103

წერილები და ვიდეომიმართვები განთავსდება თბილისის მუზეუმების გაერთიანების ფეისბუკ გვერდსა და იუთუბ არხზე.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მუზეუმების გაერთიანება ავრცელებს.

Comments
Loading...