წვრილმან ხულიგნობაზე ჯარიმა გაიზრდება. ცვლილებას "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი" ითვალისწინებს, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ავტორი შინაგან საქმეთა სამიისტროა.
წვრილმანი ხულიგნობა ითვალისიწნებს, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს.
მოქმედი კანონმდებლობით, წვრილმან ხულიგნობაზე ჯარიმა 100 ლარით განისაზღვრება, კანონპროექტის თანახმად, კი ჯარიმა 500 ლარიდან 1000 ლარამდე იქნება.
კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული.