გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცულ სახეობაზე არჩვზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
არჩვი (Rupicapra rupicapra) ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეკარში, მოქალაქემ მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფით მოკლა. მას და მის თანმხლებ ანდრო გელენიძეს სანადირო თოფები ჩამოერთვათ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობამ 30 000 ლარი შეადგინა. საქმის მასალები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონულ სამმართველოს გადაეგზავნება.