- Advertisement -

წიკლაური: ბერა ივანიშვილის უკანონო მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის 9 პოლიციელი გაათავისუფლეს

854

"ნაციონალირი მოძრაობის" წარმომადგენლის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილი სახელმწიფო ინსტიტების საქმიანობაში ერევა. მისი თქმით, ბერა ივანიშვილი ერთ-ერთ კლუბში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული, ამავე კლუბის დაცვის წევრის გათავისუფლებას ითხოვდა.

წიკლაურის თქმით, ივანიშვილის ეს მოთხოვნა პოლიციელებთან გენერალურმა ინსპექციამ გაახმოვანა, პოლიცილებმა კი უარი თქვეს მის შესრულებაზე. ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ ამის გამო შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშილმა სამსახურიდან 9 პოლიციელი გაათავისუფლა. 

"შემთხვევა რომლის შესახებაც მინდა გესაუბროთ, მოხდა 4 თებერვალს, შარდენზე, კლუბ ელცენტროში, აქ მოხდა ჩხუბი და ამ ჩხუბში მონაწილეობას იღებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერის განყოფილების უფროსის მოადგილე თორნიკე ზურიაშვილი, ბარმენი ამ კლუბის და ამავე კლუბის დაცვის წევრები. 

როცა ეს ჩხუბი დაიწყო, პოლიციელმა გამოიძახა სხვა პოლიციელები რომ დამეყარებინა წესრიგი და მოვიდნენ მართლაც შსს-ს მთაწმინდა კრწანისის განყოფილების უფროსი რამაზ თათარაშვილი, აგრეთვე ოპერ-თანამშრომლები სხვადასხვა პოლიციის თანამშრომლები. თანამშომლებმა დააკავეს ამ კლუბის დაცვის წევრი, როცა ეს დაკავება უკვე განხორციელდა ამ დროს შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები მოვიდნენ პოლიციელებთან და უთხრეს, რომ აუცილებლად ეს ადამიანი უნდა გაეთავისუფლებინათ, რადგან ეს იყო ბერა ივანიშვილის პირდაპირი ინტერესი, ამის პასუხად პოლიციელმა უთხრა რომ მას თვითონაც ჰქონდა ე.წ. ხოდი ბერა ივანიშვილთან და რომ არ შეასრულებდა შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების უკანონო მოთხოვნას. ამის შემდეგ ეს ადამიანი გადაიყვანე სუკვე პოლიციის სამმართველოში და იქ უკვე განხორციელდა ზარი და ეს პოლიციელები დაიბარეს გენერალურ ინსპექციაში.

იქ მისულ პოლიციელებს დახვდა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გაბრაზებული იყო იმის გამო, რომ არ იქნა შესრულებული გენერალური ინსპექციის მოთხივნა და ბერას დავალება და მან იქვე ჩამოართვა პირადი ნივთები პოლიცილს, უთხრა, რომ ის არის განთავისუფლებული სამსახურიდან. 

ამ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გათავისუფლებულნი იქნენ რამაზ თათარაშვილი, ეს არის პოლიციელი რომელმაც პირი დააკავა-სამმართველოს უფროსი, კახა გალდავა, საუბნო განყოფილების უფროსი, კობა ნარმანია -პირველი განყოფილების უფროსი, ზაზა ოსეფაშვილი -ვერის განყოფილების უფროსი, თორნიკე ძულიაშვილი- განყოფილების უფროსის მოადგილე და მათთან ერთად 4 ოპერატიული თანამშრომელი.

მთლიანობაში იმის გამო, რომ არ შესრულდა ივანიშვილის ოჯახის წევრის, ბერა ივანიშვილის უკანონო მოთხოვნა დაკავებული პირის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შს მინისტრმა მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, გაეთავისუფლებინა 9 კანონმორჩილი პოლიციელი",-განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. 

Comments
Loading...