"კორკოტაშვილის, წითელაშვილის და ოცნების მიერ ქართველ ურაპატრიოტებად დანიშნული სხვა კლოუნების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო მარშები ან გულუბრყვილო უმეცრებაა ან ფარისევლობა",-ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში წერს.
ასეთებს წინასაარჩევნოდ კიდევ ბევრს გამოყრიან, რათა მთავარი ბოროტებიდან ყურადღება მეორეხარისხოვან, მყვირალა არარაობებზე გადაიტანონ.
ბოროტებას და ქვეყნის მტრობას ერთი სახელი აქვს: ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა.
ისრების კორკოტებზე გადატანა და საზოგადოების დეზორიენტაცია თვით ივანიშვილის სურვილია.
პროტესტი, რომელიც არ არის ივანიშვილის მთავრობის წინააღმდეგ მიმართული, რეალურად ემსახურება ოცნების ინტერესებს",-წერს ნუგზარ წიკლაური.
დღეს "ევროპული საქართველო" აღმაშენებლის გამზირზე მარშს გამართავს და ქართველა მარშის ორგანიზატორების ქმედებებს გააპროტესტებს. დღესვე იგეგმება "ქართველთა მარშის" კონტრაქციაც.