- Advertisement -

წიკლაური მთავრობაზე: ქვეყანა დალპა, გაიხრწნა და ჩაიხრჩო ამ უსინდისო ხალხის უტიფრობაში

711

"ჟურნალისტის გატაცებიდან ორი დღის შემდეგ შსს მინისტრი გვეუბნება, რომ თურმე მსხვერპლმა შესაძლოა უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და ისე მოხვდა აზერბაიჯანში, საიდანაც ორი წლის წინ გამოიქცა და სადაც პატიმრობა ელოდა",-ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში წერს. 

"სამარცხვინო მინისტრი ასევე არ გამორიცხავს, რომ გატაცებულს თურმე რეგულარულად და უკანონოდ გადაჰქონდა ვალუტა აზერბაიჯანში, სადაც იდევნებოდა.

სამაგიეროდ, მინისტრი მღებრიშვილი არაფერს ამბობს ვიდეოკამერების მონაცემებზე, რომელზეც შეუძლებელია არ ასახულიყო ჟურნალისტის გატაცების ოპერაცია თბილისის ცენტრიდან საზღვრამდე.

შსს მინისტრის განცხადების შემდეგ აღარ რჩება უმცირესი ეჭვიც კი, რომ ჟურნალისტის გატაცებაში უშუალოდ მონაწილეობდა საქართველოს სახელმწიფო, ხოლო გადაწყვეტილება მიღებული იყო უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე.

საქართველოს მთავრობამ უხშად შელახა ქვეყნის სუვერენიტეტი.

ქვეყანა დალპა, გაიხრწნა და ჩაიხრჩო ამ უსინდისო ხალხის ტყუილებსა და უტიფრობაში",-წერს ნუგზარ წიკლაური. 

Comments
Loading...