- Advertisement -

წიკლაური: “ოცნების” პიროვნული ვენდეტა მარგველაშვილის წინააღმდეგ ეროვნულ ინტერესებს აზიანებს

431

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური პარლამენტში დაგეგმილ პრეზიდენტის გამოსვლას ეხმიანება და აცხადებს, რომ ქართული ოცნება გიორგი მარგველაშვილთან დაპირისპირებით ეროვნულ ინტერესებს აზიანებს. 

"ქართული ოცნება ყველანაირად ეცდება, რომ პრეზიდენტის მოსვლა იყოს არა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მოვლენა, არამედ ყველანაირად დაამსხვრიოს მნიშვნელობა მისი მისვლის. მათ აქვთ რაღაც პიროვნული ვენდეტის მსგავსი, ჩემი აზრით ივანიშვილის დავალებით მარგველაშვილის წინააღმდეგ, მაგრამ ამ ვენდეტის განხორციელების დროს ვერ ხვდებიან, რომ უპირველეს ყოვლისა აზარალებენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს",-განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. 

პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში 7 აპრილს არის დაგეგმილი. 

Comments
Loading...