- Advertisement -

წიკლაური: რა ხრიკებსაც არ უნდა მიმართონ, პოლიტიკურ გვამს – “ოცნებას” – ვეღარაფერი გააცოცხლებს

763

"პროპორციული საარჩევნო სისტემის 2024 წელს გადადების ფონზე ბარიერის დაწევა არის მთელი პოლიტიკური სპექტრის დეზორგანიზების მცდელობა
და უკან გადადგმული ანტიდემოკრატიული ნაბიჯი",-ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში წერს. 

ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი ძირითადად პატარა პარტიებისკენ არის მიმართული, რომლებსაც ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ. 

მთავრობამ მოატყუა პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო საზოგადოება. ბარიერის დაწევის შეთავაზება უპირველესად მიმართულია პატარა პარტიებისკენ, რომელთაც ბარიერის გადალახვის პრობლემა
აქვთ.

რეალურად ეს არის ღია ვაჭრობა: იმ შემთხვევაში თუ პატარა პარტიები მხარს დაუჭერენ ოდიოზურ საარჩევნო ცვლილებებს, მთავრობა დაწევს ბარიერს და პარლამენტში მოხვედრის შანსს გაუჩენს მათ.

თქმაც კი არ უნდა, რომ ყველა პარტია, ვინც მთავრობის ამ ავანტურულ შეთავაზებას დათანხმდება, რეალურად აღმოჩნდება ივანიშვილის ბანაკში.
სხვა ამბავია, რომ რაც არ უნდა მოიმოქმედონ, რა ხრიკებსაც არ უნდა მიმართონ, პოლიტიკურ გვამს – ქართულ ოცნებას – ვეღარაფერი გააცოცხლებს",-წერს ნუგზარ წიკლაური. 

Comments
Loading...