- Advertisement -

წიკლაური: “ღამის მგლების” საქართველოში შემოშვება “ოცნების” კოლაბორაციონისტულ სულზე მიუთითებს

557

„ერთინი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, „ღამის მგლების“ საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვება არასწორია.

როგორც წიკლაურმა „აიპრესს“ განუცხადა, ეს ერთი მხრივ ხელისუფლების უსუსურობაზე მიუთითებს, ხოლო მეორე მხრივ იმ კოლაბორაციონისტულ პოლიტიკაზე, რაც პოლიტიკოსის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნამ მოიტანა.

„ღამის მგლებს“ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში შესვლის მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ ისინი არ შეუშვეს. ეს გააკეთეს იქიდან გამომდინარე რომ ეს ორგანიზაცია სარგებლობს ძალიან ცუდი რეპუტაციით და მას აქვს კავშირები რუსეთის ხელისუფლებასთან, ამიტომ ევროპულ ქვეყნებში ეს ჩაითვალა რუსეთის მთავრობის პროპაგანდისტულ იარაღად. ამიტომ, ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ქვეყნის საზღვრებს შიგნით მათ შეშვებაზე უარი თქვეს.

საქართველოს ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა, რაც მცდარ ნაბიჯად მიმაჩნია. ეს არის საქართველოს სახელმწიფოს ღირსების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ვინც გადმოკვეთეს საზღვარი, კონკრეტულად ამ პირებს რა სახის დარღვევები ჰქონდათ და შეიძლებოდა თუ არა მათი შემოშვება საზღვარზე, ამას მე ვერ გეტყვით. მაგრამ, თვითონ ეს ორგანიზაცია სრულიად აშკარად წარმოადგენს რუსულ სახელმწიფოს. ვლადიმერ პუტინის იარაღს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა წიკლაურმა.

პოლიტიკოსის შეფასებით, ეს მინიმუმ იმას ნიშნავს მმართველი ხელისუფლება არსებულ ვითარებას ვერ აკონტროლებს.

„ესმინიმუმ იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ვერ აკონტროლებს ვითარებას. არა მგონია, ვინმე ისეთი გულუბრყვილო იყოს, სჯეროდეს რომ საქართველოს ხელისუფლებას მათი შეჩერების სურვილი ჰქონდა და მან ვერ შეძლო ამის აღკვეთა. მგონია, რომ ესეც გამიზნული გადაწყვეტილებაა. რამდენად შორს მიმავალი განზრახვა აქვს იმ მთავრობას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გარკვეულ ჯგუფებს ასე აპარპაშებს, ამის შესახებ ახლა არ ვილაპარაკებ. მაგრამ სრულიად აშკარაა, რომ ლუჟკოვისა და „ღამის მგლების“ ქვეყანაში შემოშვება ერთი მხრივ უძლურებაზე მიუთითებს, ხოლო მეორე მხრივ იმ კოლაბორაციონისტულ სულზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მოიტანა“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა „აიპრესთან“.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს პატივს მიაგებენ, "ღამის მგლების" წარმომადგენლები მივიდნენ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

Comments
Loading...