- Advertisement -

წიკლაური: ყველაფერი გვაგონებს 2003 წლის ზაფხულს, ნუ შეგვაშინებს სიტყვა რევოლუცია

601

"ყველაფერი გვაგონებს 2003 წლის ზაფხულს; შევარდნაძის მთავრობის არაადეკვატურობას და რამდენიმე თვეში განცდილ ფიასკოს",-ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში წერს. 

"ივანიშვილი-კალაძის კრიმინალური ჯგუფიც, შევარდნაძის მსგავსად, ნებისმიერი გზით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.
თავისუფალი არჩევნებით მათი ბედი გადაწყვეტილია და ამას ოცნება კარგად აცნობიერებს.

კრიმინალების და მოღალატეების ჯგუფი თვლის, რომ მათი გადარჩენა შესაძლებელია კოდექსის მანიპულაციებით და კონსტიტუციის შებღალვით.
კრიმინალების და მოღალატეების ჯგუფი იმედოვნებს, რომ
შეძლებენ ხალხის გაძევებას ქართული პოლიტიკური ცხოვრებიდან.

ახლა არსებით მნიშვნელობას იძენს ევროპული დემოკრატიული ინსტიტუტების მწყობრი ზეწოლა, რაც სახეზეა ვენეციის კომისიის და ევროპარლამენტის აქტიური პოზიციით.

ასევე უდიდესი მნიშვნელობა ექნება აშშ პოზიციას, რომელიც დიდი ალბათობით გამჟღავნდება ვიცე პრეზიდენტ პენსის ვიზიტისას.

… და რა თქმა უნდა, გადამწყვეტი იქნება ქართველი ხალხის მზადყოფნა და სიმტკიცე, – არ დაუთმოს ქვეყანა კორუმპირებულ კრიმინალებს.
ნუ შეგვაშინებს სიტყვა რევოლუცია, რომლის გარდუვალობა არა მოქალაქეების, არამედ ოლიგარქის რეჟიმის მიერ იქნება ინსპირირებული.
და თუკი კრიმინალური ბანდის არჩევანი ქართული სახელმწიფოს განადგურება და ხალხის ძარცვაა, ჩვენ მათ ვერ შევეკვრებით ზავით, რადგან ჩვენც გვაქვს ჩვენი არჩევანი:
საქართველო უპირველეს ყოვლისა!",-წერს ნუგზარ წიკლაური. 

Comments
Loading...