- Advertisement -

წიკლაური: ხელისუფლებამ ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული შეცდომები უნდა აღიაროს

487

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ვიზიტს ეხმიანება. 

როგორც მან რუსთავი 2-ს განუცხადა, ხელისუფლებამ აირჩია საგარეო კურსი, რომლითაც რუსეთს არავითარი პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა იმ ქმედებების გამო, რომელსაც ის ქვეყნის წინააღმდეგ სჩადის.

"ერთადერთი გამოსავალი ახლა არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აღიაროს ის მძიმე სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული შეცდომები, რაც მის პოლიტიკას ახლდა და და გადაეწყოს სრულიად ახალ პოლიტიკაზე, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობის აქტიურ ჩართულობას გაითვალისწინებს",-განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. 

Comments
Loading...