- Advertisement -

წულუკიანი: ამგვარი ტიპის თავდასხმებს პატრიარქზე, საერო ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არ შეეგუება

42

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, რა თქმა უნდა, ეკლესია და სახელმწიფო გაყოფილია ტრადიციულად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საერო ხელისუფლება შეეგუება იმას, რომ ეკლესიის ხელმძღვანელი იყოს უსაფუძვლო ბრალდებების, შეურაცხყოფის და დამცირების საგანი.
” ამას უბრალოდ არ შევეგუებით, არა მხოლოდ  კონკრეტული პატრიარქის პიროვნულობიდან და იმ ღვაწლიდან გამომდინარე, რომელიც მას აქვს არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ ქვეყნისა და ისტორიის წინაშე, არამედ იმიტომ რომ ეკლესიაში სიმშვიდე არის სახელმწიფოებრივი და უშიშროების ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი”-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
The post წულუკიანი: ამგვარი ტიპის თავდასხმებს პატრიარქზე, საერო ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არ შეეგუება appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...