- Advertisement -

წულუკიანი არასამთავრობოებს: ის, რომ გამჭვირვალე ვართ ადასტურებს OGP-ის მსოფლიო სამიტი თბილისში

157

"ის, რომ გამჭვირვალე ვართ ადასტურებს OGP-ის მსოფლიო სამიტი თბილისში", – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას OGP-ის მსოფლიო სამიტის დაწყებამდე.

“ღია მმართველობის პარტნიორობის” მსოფლიო სამიტის წინ მმართველმა კომიტეტმა საქართველოს ეროვნულ არქივში მაღალი დონის შეხვედრა გამართა, რომელსაც 13 წევრი ქვეყნის მთავრობისა და 13 ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.

სხდომას იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე სამოქალაქო სექტორიდან მუკელანი დიმბა უძღვებიან.

“ღია მმართველობის პარტნიორობა არის ორგანიზაცია, რომელიც პირველ რიგში, ღიაობისა და გამჭვირვალობის მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე დგას და სწორედ ამ ორგანიაზაციაში იუსტიციის მინისტრი და იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს მმართველ კომიტეტს.

მე მგონი ეს არის საუკეთესო პასუხი ამ კრიტიკისადმი, რომელიც მე პირადად მიმაჩნია, რომ არის უსაფუძვლო, რადგან ექვსი წელია იუსტიციის სამინისტრო ჩემი ხელმძღვანელობით უდგას სათავეში ურთულეს და კომპლექსურ რეფორმებს, რომლებიც სიძნელეების მიუხედავად განხორციელდა და მომავალშიც განხორციელდება. “- აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

Comments
Loading...