- Advertisement -

წულუკიანი გოცირიძეს: ბავშვობაში ტელევიზორში რომ გიყურებდით, ჩემს თაობას ვტიროდი

132

"კარგად მახსოვს ის უბედური დრო, როცა მაღალ თანამდებობაზე იყავით", – ასე მიმართა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს რომან გოცირიძეს. წულუკიანის თქმით, რომან გოცირიძის მაღალ თანამდებობაზე ყოფნის დროს ქვეყანაში სრული უპერსპექტივობა იყო.
მინისტრობის კანდიდატი აქვე დასძენს, რომ გოცირიძის მაღალ თანამდებობაზე ყოფნისას, ის ბავშვი იყო და "ტელევიზორში უიმედო თვალით უყურებდა".

"უპერსპექტივობა იყო. ტელევიზორში რომ გიყურებდით, საკუთარ თავს და ჩემს თაობას ვტიროდი. დიდ იმედს თქვენ არ აღგვიძრავდით მაშინ თქვენ. ახლა ბავშვებს უფრო მეტ იმედს უჩენს ჩემი გამოჩენა ტელევიზორში. ჩემს ცხოვრებაში დადგა დრო და თეა ბავშვმა წულუკიანმა პასუხი გაგცათ", – მიმართა წულუკიანმა რომან გოცირიძეს.

Comments
Loading...