წულუკიანი: იუსტიციის საბჭოს, პარლამენტსა და არასამთავრობოებს შორის მიმდინარე პროცესი ყველასთვის დამანგრეველია

43

“იუსტიციის საბჭოს, პარლამენტსა და არასამთავრობოებს შორის მიმდინარე პროცესი ყველასთვის დამანგრეველია”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ჩვენ, მთავრობა და იუსტიციის სამინისტრო კონსტიტუციის საფუძველზე ამ პროცესებისგან განზე ვართ, რადგანაც ეს რეფორმა იყო, რომელმაც სასამართლოს მთავრობისგან უფრო მეტი დამოუკიდებლობა მისცა და უზენაესი სამასამართლოს მოსამართლეები მხოლოდ პარლამენტის ჩართულობით ირჩევიან და ინიშნებიან. ამ დამკვირვებლის პოზიციიდან და კონსტიტუციიდან გამომდინარე მე შემიძლია ვთქვა, რომ სახეზეა ძალიან კომპლექსური და მწვავე პროცესი, სადაც იკვეთება არა ერთი ან ორი, არამედ მრავალი პროფესიული და პოლიტიკური ინტერესი და გამოსავალი თითქოს არ ჩანს. მაგრამ გამოსავალს მე მაინც ვხედავ იმაში, რომ ყველა დაინტერესებული მხარე, იქნება ეს დეპუტატი, უმრავლესობიდან, ოპოზიციიდან, საბჭოს მოსამართლე თუ არამოსამართლე წევრი, თავად მოსამართლეები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ყველა მაგიდასთან იმ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დასხდნენ, რომლის წევრიც ჩვენც გახლავართ. ვისაუბროთ კრიტერიუმებზე, რიმელსაც ბოლო დღეებია აღარავინ აღარ ახსენებს, თითქოს და ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ უნდა დავაბრუნოთ ყველამ ერთად ეს პროცესი უფრო ჯასდაღ ტალღაზე.

დღევანდელი პროცესი, რასაც მე ვუყურებ, ვფიქრობ, რომ ყველასთვის დამანგრეველია, იქნება ეს სასამართლო, პარლამენტი, თავად არასამთავრობო სექტორი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამ პროცესიდან თუ კი ეს ასე გაგრძელდა არ მგონია, რომ ვინმე გამარჯვებული გამოვიდეს. იმისთვის, რომ ჩვენ ყველანი შედეგით კმაყოფილები ვიყოთ, საჭიროა, რომ ალბათ საჯარო დებატები დასრულდეს. დასრულდეს არგუმენტების საჯარო ეთერში წარდგენა და ეს პროცესი როგორმე სამუშაო ფორმატში გადავიყვანოთ.”- განაცხადა წულუკიანმა.

Comments
Loading...