- Advertisement -

წულუკიანი მეუფე პეტრეზე: როდესაც ადამიანს გხსნიან, მაშინ არ უნდა გახდე „დასაბმელი“

16

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „დღის ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა
მისი თქმით ილია მეორეს ვერ დააბრალებ იმას, რომ ან სათანადოდ გულმოწყალე არ არის, შემწყნარებელი არ არის და ან არ შეუძლია მოგისმინოს:
„თუნდაც მწვავე კრიტიკა შესაძლებელია მას გაუზიარო. მაგრამ როცა გამოძრავებს აბსოლიტურად სხვა რამ მაშინ იქცევი ისე, როგორც მოიქცა დღეს აწ უკვე ყოფილი მეუფე პეტრე. პეტრემ აჩვენა საზოგადოებას თუ რა ამოძრავებს მას. გარკვეული ამბიციები და ვნებათაღელვა. მეუფეს რომელსაც კაბა აცვია აქვს ვალდებულება უფრო მეტი სულიერების“ , – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
შეგახსენებთ: დღეს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომიდან პირველი პეტრე ცაავა გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ პატრიარქმა ის მღდელმთავრობიდან გადააყენა. მან ასევე განაცხადა, რომ „ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“. მოგვიანებით მან ეს სიტყვები განმარტა.
სინოდის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პეტრე ცაავა წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა შეცვალა, ხოლო მეუფე იაკობს, რომელიც ამბობდა, რომ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, მღვდელმთავრობა შეუნარჩუნდა.
The post წულუკიანი მეუფე პეტრეზე: როდესაც ადამიანს გხსნიან, მაშინ არ უნდა გახდე „დასაბმელი“ appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...