- Advertisement -

წულუკიანი: მნიშვნელოვანია, ახალ დაქორწინებულ წყვილებს ესმოდეთ, რომ თანაბარუფლებიანნი არიან

508

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ყველამ ამ დამოუკიდებლობის განმტკიცებაში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.

დღეს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქორწინების მოწმობა შეცვლილი ვიზუალით გაიცემა, რომელზეც იქნება წარწერა – „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“, მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ! „.

„დღეს ვინც დაქორწინდება, მას გადაეცემა ქორწინების მოწმობა, რომელზეც აღნიშნულია შოთა რუსთაველის უკვდავი სიტყვები – „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“. რადგან ჩვენს ქვეყანაში, ჯერ კიდევ იმ დროიდან და დღეს უკვე კანონით, ადამიანები, ქალები და კაცები იყვნენ თანასწორნი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლად დაქორწინებულ წყვილებს ეს პირველი წუთიდანვე ესმოდეთ, რომ ორივენი ჩვენი კონსტიტუციის წინაშე, სახელმწიფოს წინაშე არიან თანაბარუფლებიანნი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

Comments
Loading...