წულუკიანი: სააკაშვილისა და ორგანიზატორების მოვალეობა იყო, განსხვავებული აზრი მოესმინათ

43

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტის შეფასებისას განაცხადა.

“საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება გამოხატოს განსხვავებული აზრი როგორც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე უცხოეთში, მითუმეტეს, როდესაც ეს უცხოეთი არის დემოკრატიული ქვეყანა, ბელგია და მისი ერთ-ერთი ქალაქი. მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილის, მისი გუნდის და ორგანიზატორების მოვალეობა იყო, რომ რაც არ უნდა მიუღებელი ყოფილიყო განსხვავებული აზრი, მისთვის ან მოესმინათ, ან თუ არ მოუსმენდნენ, შემწყნარებელი პოზიცია მაინც ჰქონოდათ. მაგრამ, როგორც ადრეც ითქვა, მათი სტილი არ არის განსხვავებული აზრი მოსმენა, შეწყნარება და ნათლად ვნახეთ, რომ ისინი ისევ იმ მეთოდებით ცდილობენ საკუთარ მოქალაქეებთან ბრძოლას, განსხვავებული აზრი ჩახშობას და დაუშვებელი მეთოდების გამოყენებას. ეს რა თქმა უნდა არის მთთვისვე საზიანო. შესაბამისად ბევრი არაფერი შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ აბსოლუტურად არასერიოზული და მიუღებელი მოვლენები ვიხილეთ მათი მხრიდან” – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ჟურნალუსტების კითხვაზე, იყო თუ არა მთავრობის მხრიდან ორგანიზებული ეს აქცია, წულუკიანმა უპასუხა:

“მე არ მგონია, რომ ეს ასეა, მაგრამ მოქააქე სადაც არ უნდა იყოს, საიდანაც არ უნდა იყოს ჩასული, მას აქვს უფლება, რომ გადაადგილდეს, ჩავიდეს და გამოხატოს განსხვავებული აზრი. მაგალითად, როდესაც მე გახლდით 4 წლის წინ ოფიციალური ვიზიტით კიევში, იქ ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისიდან ჩამოიყვანა აქტივისტები ნაციონალური მოძრაობის იმისთვის, რომ ჩემთვის გაემართათ აქცია და მე ეს აბსოუტურად ბუნებრივად მივიღე, როდესაც ჩამოვიდნენ თბილისიდან აქტივისტები, რომ ჩემთვის კიევში მოეხსენებინათ მათი განსხვავებული აზრი და მაშინ მე მათ წინააღმდეგ წიწაკა და სხვა დაუშვებელი მეთოდები არ გამომიყენებია, იმიტომ, რომ მე იმ ხელისუფლებას ვეკუთვნი, ვისთვისაც მთავარი ღირებულებაა სხვისი აზრის მოსმენა, რა არ უნდა ხშირად ეს აზრი იყოს მიუღებელი, ან უსიამოვნო, ეს არის სწორედ ის უფლებები, რის დასაცავადაც ჩვენ თავის დროზე ხელისუფლებაში მოვედით”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

Comments
Loading...