- Advertisement -

წულუკიანი: საქართველოში ტყის ფონდისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა დაურეგისტრირებელი 1 500 000 ჰა მიწაა

33

საქართველოს კანონის პროექტი “სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და “მედიაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” პარლამენტს წარედგინება.
იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოში ტყის ფონდისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა დასარეგისტრირებელი მილიონ ნახევარი ჰექტარი მიწაა.
“რაც შეეხება, მიწების ოდენობა რამდენია დარჩენილი, მე შემიძლია გითხრათ, რომ დღეისთვის ტყის ფონდისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა რეგისტრირებული 2 მილიონი ჰექტარი და დასარეგისტრირებელი ტყის მიღმა, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა დასარეგისტრირებელი რჩება მილიონ ნახევარი ჰექტარი. აქედან, ძალიან დიდი დარეგისტრირდა ბოლო 3 წლის მანძილზე. მაგრამ როგორც დღეს დილით და ასევე, პრემიერმინისტრმა განაცხადა, ჩვენი მიზანია, მომდევნო 3 წელიწადში დარჩენილი მიწები დარეგისტრირდეს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
The post წულუკიანი: საქართველოში ტყის ფონდისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა დაურეგისტრირებელი 1 500 000 ჰა მიწაა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...