- Advertisement -

წულუკიანი: წელს “Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს საუკეთესო შედეგი აქვს

321

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მადლობას უხდის ყველა საჯარო მოხელეს გაწეული შრომისთვის. წულუკიანის თქმით, წელს "Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს საუკეთესო შედეგი აქვს. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მინდა, გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის განცხადებას და ვისარგებლო ამ შემთხვევით იმისათვის, რომ თითოეულ იმ საჯარო მოხელეს, რომელმაც საქართველოს წარმატებაში მიიღო მონაწილეობა გადავუხადო მადლობა. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ბიზნესის დაწყების და ბიზნესის რეგისტრაციის კუთხით, წელს doing business-ის რეიტინგში გვაქვს საუკეთესო შედეგი, რომელიც როდესმე ჰქონია ჩვენს ქვეყანას ამ შეფასების შედეგად. ბიზნესის დაწყების სიმარტივით, ბიზნესის რეგისტრაციისა და თვითონ ბიზნეს რეესტრის ფუნქციონირების რეიტინგში ჩვენ, როგორც იცით, მე-8 დან მე-4 ადგილზე გადავედით და ეს არის საუკეთესო მაჩვენებელი მთელი ამ წლების განმავლობაში. ასევე ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა იმ რეფორმების წყალობით, რომელიც გატარდა მთავრობის და იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით, პარლამენტის ჩართულობით, აღსრულების პროცესმა და თქვენ ნახავთ , რომ წელს doing business-ის რეიტინგში გადახდისუუნარობის პროცესის მართვის კუთხით 106-დან 57-ე ადგილზე გადავედით. რეფორმები ამ მხრივ უნდა გაგრძელდეს. თვითონ აღსრულების პროცესის ხარისხით ჩვენ ვართ მსოფლიოში მე-7 ადგილზე, შარშან ვიყავით მე-16-ზე. მინდა, ორივე რეესტრს-ქონების რეგისტრაციის პროცესში ჩართულ რეესტრს საჯაროო რეესტრისა,ასევე ბიზნეს რეესტრს, მათ თანამშრომლებს, აღრსულების ეროვნულ ბიუროს, თითოეულ იუსტიციელს, პარლამენტარებს და მთავრობის წარმომადგენლებს ეს ძალიან დიდი შედეგი მივულოცო, ხოლო ბიზნესმენებს ვუსურვო წარმატებული საინვესტიციო და სხვა საქმიანობა ჩვენი ქვეყნის ფარგლებში",-განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა. 2018 წელს საქართველოს ქულა 2.12 პუნქტით გაუმჯობესდა (82.04 ქულამდე) და 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.

წინა წელთან შედარებით, 2018 წელს საქართველომ გადაასწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა შვედეთი, მაკედონია, ესტონეთი, ფინეთი, ავსტრალია, ტაივანი (ჩინეთი), ლატვია.

Comments
Loading...