- Advertisement -

წყალმოვარდნისას მესტიაჭალა 1 ჰესმა დამცავი ფუნქცია შეასრულა,  მესტიაჭალა 2-ს კი სტიქია არ შეხებია

9

ძლიერი სტიქიის შედეგად მესტიაში მდინარე  მესტიაჭალას ადიდებას უეცარი ტალღური წყალმოვარდნა მოყვა. სტიქიის პირველი დარტყმა 20 მგვტ-ის სიმძლავრის  მესტიაჭალა 1 ჰესის ინფრასტრუქტურამ მიიღო.

ჰესმა მოვარდნილი ნაკადი შეაჩერა, რითაც დასახლებული პუნქტისათვის საფრთხე იქნა აცილებული. მესტიაჭალა 1 დაბა მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარეობს.

 რაც შეეხება  მესტიაჭალა 2-ს, ისევე, როგორც მიმდებარე დასახლებას,  სტიქია პრაქტიკულად არ შეხებია და მცირედი დაზიანების ლიკვიდაციის შემდეგ გააგრძელებს ფუნქციონირებას. 30 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური მესტიაჭალა 2 უშუალოდ დაბა მესტიასთან მდებარეობს. 

სტიქიამ ძირითადად მესტიაჭალას ხეობა  და ჰიდროელექტროსადგური მესტიაჭალა 1-ის   ნაგებობები დააზიანა. ამ ეტაპზე, პირველადი დათვალიერებით  ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი შენარჩუნებულია. წყლის ნაკადის შემცირებისთანავე,  შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დაიწყებენ მესტიაჭალა ჰესი 1-ის ინფრასტრუქტურაზე გაწმენდით სამუშაოებს და ზიანის დადგენას.

Comments
Loading...